LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა – ერევანში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა

108
ერევანი

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა.

ვიდეო: ერევანში სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

საგანგებო სამსახურების ცნობით, სავაჭრო ცენტრში ხანძარია და შესაძლოა, შენობაში კიდევ იმყოფებოდნენ დაშავებულები. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და მაშველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები