მომღერალი ნათია თოდუა BMG-ის ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ახლა ადამიანებს გაჩერების უფლება არ აქვთ, რადგან ეს ბროლა თავისუფლებისთვის არის“.
მისივე თქმით, დიდ ხნის განმავლობაში იკავებდა თავს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან, თუმცა ახლა „გაჩუმების უფლება არ აქვს“.
„სულ ვამბობდი, რომ რა რთულია, როცა ხელოვანს გიწევს პოლიტიკაში ჩარევა.. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენი პროფესია ფასდება ხალხისგან. ხშირად მიფიქრია, რომ არ არის სწორი შენ ამ ადამიანებს შენი პოზიციით მიმართულება აჩვენო. ბევრისთვის ეს მნიშვნელოვნად გადამწყვეტია, რომ თქვა – „ეს არის ჩემთვის თეთრი და ეს არის ჩემთვის შავი“. თავს ვიკავებდი დიდი ხანი, არ მინდოდა პოლიტიკური ვყოფილიყავი. ახლა არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ. თუმცა ეს არ არის უკვე პოლიტიკა, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – აცხადებს ნათია თოდუა.