რობი უილიამსი ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც პანდემიის დროს ონლაინ პერფორმანსი შემოგვთავაზა და საზოგადოება გაამხნევა. ახლა კი არტისტი თავის ჯგუფს, Take That-ს შეუერთდა და საქველმოქმედო ონლაინკონცერტი გამართა.
რობი უილიამსი, გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი და მარკ ოუენი მსმენელის წინაშე საკუთარი სახლებიდან წარსდგნენ. კონცერტიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებში (Nordoff Robbins, Crew Nation) გადაეცემა.
ამ დროისთვის ონლაინკონცერტი უკვე 2 მილიონ ადამიანზე მეტმა ნახა.
https://www.youtube.com/watch?v=e-GK1-jowbY&feature=emb_title