LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტალახში გორაობა და შოუ გინდათ, დედის ტოლა ადამიანი ასე რომ იქცევით, სამარცხვინო ხართ, ქალბატონო თაკო“ – საბა ბუაძე და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

916
Untitled design (2)

„ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“, პარტია „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე და „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

პოლიტიკური დებატების დროს დაპირისპირება დაიწყო თაკო ჩარკვიანის რეპლიკაზე: „თქვენ ხართ გაერთიანების მოწინააღმდეგემ, მე ვარ გაერთიანების მომხრე“.

„ასეთი უსაგნო და უშინაარსო საუბარი იწყება ყოველთვის მაშინ, როდესაც საკითხებზე არ არის საუბარი და „გავერთიანდეთ, გამოვერთიანდეთ, წავიდეთ, წამოვიდეთ“ – რაზე ვერთიანდებით? რა გვინდა – ამაზე ხომ უნდა ვისაუბროთ? რომელი 12 პუნქტი გვინდა? ახლა რომ გკითხოთ, 12-დან 6 პუნქტს ვერ ჩამომითვლით. ამომრჩეველი საკუთარ თავს ასეთ პოლემიკაში ვერ ხედავს“, – თქვა საბა ბუაძემ.

დაპირისპირების დროს, თაკო ჩარკვიანმა ბუაძეს მოუწოდა, მისთვის საუბრის დასრულების საშუალება მიეცა.

„რას გაწყვეტინებდით? ტაქტს ნუ დაკარგავთ, ამხელა ქალი, რა უბედურებაა ეს? დაასრულეთ ეს მარაზმი და მაგ ტელეფონში მოსული მესიჯების გამეორება.

დაასრულეთ ეს სისულელე, გრცხვენოდეთ ამხელა ქალს… სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ამხელა, დედის ტოლა ადამიანი ეთერში ასე რომ იქცევით, სამარცხვინოა, დამასრულებინეთ ლაპარაკი, მესმის, რომ თქვენ გინდათ ეს შოუ და ამ ტალახში გორაობა, მაგრამ დამასრულებინეთ სათქმელი, თქვენთან სალაპარაკოდ კი არ მოვსულვარ? ეს კლოუნადა ახლავე დაასრულეთ… სამარცხვინო ხართ, ქალბატონო თაკო…

ქალი, რომელიც ვანო მერაბიშვილზე ამბობდით „პალოებით აუპატიურებდაო“, დღეს „პადრუჩკით“ დადიხართ მასთან ხელდახელ და მასთან ერთად გინდათ ხელისუფლება, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ პარლამენტში ერთი ადგილი მოგიგდონ..

რაზე ვლაპარაკობთ, ჩემს თავზე ვბრაზდები, თქვენნაირ ადამიანს საერთოდ დროს რომ ვუთმობ და ერთ სივრცეში რომ ვარ, ამ ტოქსიკურ სისაძაგლეში, რომელსაც თქვენ აფრქვევთ, სამარცხვინო ხართ“, – თქვა საბა ბუაძემ.

 

❗თაკო ჩარკვიანი საბა ბუაძეს: “ტალახში ხართ“

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2023

 

თაკო ჩარკვიანმა კი საპასუხოდ განაცხადა:„ხელები უბრახუნეთ თქვენს ლიდერ მამუკა ხაზარაძეს… ასე ისაუბრეთ თქვენს მევახშე ლიდერთან, არ გაბედოთ ასე საუბარი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g