სალომე კასრაძის პოდკასტს სტუმრობდა ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელმაც გმირ მშობლებს რჩევები მისცა:
„დღეს მშობლობა არის გმირობა. მე ასე მგონია და კიდევ უფრო მეტი გმირობა იქნება მომავალში, იმიტომ, რომ გარემო არის ძალიან ცვალებადი და იქნება ძალიან ცვალებდი. პროფესიის დაუფლება აღარ იქნება მთავარი, ჩემს პროფესიაზე არ ვამბობ, ფსიქოლოგია იქნება ერთ-ერთი, რომელიც არ გადაშენდება, სამწუხაროდ, რადგან სერიოზული პრობლემები იქნება… რომ ვამბობ, წერა-კითხვა და ანგარიში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს-მეთქი, მქოლავენ, წაკითხულის გააზრება და კარგი წერა მაღალი აკადემიური უნარია… ერთ წინადადებას კითხულობენ და მეორეს არა, იქიდან გამოაქვთ აზრი. ჩვენ პრობლემა გვაქვს, რისთვის ვამზადებთ ბავშვებს და რისთვის ვხარჯავთ ფულს. გმირი მშობლები აკეთებენ ყველაფერს, რომ დიდი ფული ჩადონ ბავშვების განათლებაში, მაგრამ რა განათლებაა ეს, ამაზეა ლაპარაკი…“
