LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თამარი მოკლეს, ქოლ-ცენტრებში მუშაობდა, ვერ აღწევდა თავს, თურმე, ემუქრებოდნენ, ოჯახს ამოგიხოცავთო“ – რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის მამა

4546
თამარ ბაჩალიაშვილი

„მთის ამბები“ თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ის შვილთან დაკავშირებით საუბრობს.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ თამარი ქოლ-ცენტრებში მუშაობდა და ვერ აღწევდა თავს.

„5 წელი და 7 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ჯოჯოხეთად ვუქცევ ცხოვრებას ლილუაშვილს, გომელაურს, შოთაძეს და ვინც არიან ჩარეულნი. თამარი მოკლეს, ქოლ-ცენტრებში მუშაობდა. ვერ აღწევდა თავს. თურმე, ემუქრებოდნენ, ოჯახს ამოგიხოცავთო“, – აღნიშნავს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

„მკვლელობას ვუკავშირებ იმას, რომ თამუნამ კომპიუტერში რაღაც ნახა…“ – რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g