თამრიკო ჭოხონელიძემ თავის ნათლულს, მარიამ ლორიას ქორწილში საოცარი სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ბავშვობისდროინდელი ნამღერი მოასმენინა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მარიამი ამ ძველ ჩანაწერს ძალიან დიდხანს ეძებდა და ნათლიამ მას ეს სურვილი აუსრულა.
ვიდეოში ქალბატონი თამრიკო და მარიამი ერთად მღერიან. პატარძალმა ემოციები ვერ შეიკავა და ჩანაწერის ყურებისას ბედნიერების ცრემლებიც ვიხილეთ.
თამრიკო ჭოხონელიძემ გია როინიშვილთან ერთად რომში იმოგზაურა: „ეს საჩუქარი ჩემი შვილებისგან მივიღე…“
