მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე ნანკა გვარის პოდკასტს ესტუმრა და ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, თავის მეორე ნახევარზე, თამუნა მუსერიძეზე:
„რთული პერიოდიდან გამოსვლა უკავშირდება თამუნასთან შეხვედრას და ამან გამომიყვანა მდგომარეობიდან. 4-5 ცხოვრება მანამდეც ერთად ვიყავით, თამუნას ჯერ ვერ ვახსენებ, მაგრამ გავახსენებ (იღიმის). თამუნა არის განსხვავებული ტიპშა. ძალიან ნათელი, მასში არის ცეცხლი, მე ცოტა სხვანაირი ვარ. ალბათ, ზუსტად ესაა მნიშვნელოვანი. ვეძებთ ჩვენნაირებს და თურმე საერთოდ არ უნდა ეძებო შენნაირი. ვერ იპოვი შენნაირს, რადგან შენ ხარ, ინდივიდი და მორჩა. მამისნაირსა და დედისნაირსაც ვერ იპოვი, ვერც ბებიისა და ბაბუისნაირს. უნდა მიენდო… როცა ბედი გახვედრებს მას, ვინც შენი საწინააღმდეგოა, რეალურად მივენდე ამ პროცესს და ამ პროცესმა მოგვიყვანა აქამდე. იმ დროს, იმ წამს მოსული ადამიანი იყო, ანგელოზივით რომ გამოგეცხადება ჯოჯოხეთში…“