LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თასში უნდა ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მარილი“ – ასტროლოგი „იმედის“ ეთერში გვირჩევს, როდის შემოდის ახალი წელი და როგორ უნდა შევხვდეთ

293
2025-12-26_01-26-54_052075

ასტროლოგი ნინა სუსლოვა გადაცემაში „სხვა რაკურსი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ისაუბრა თემაზე – როდის შემოდის ახალი წელი და როგორ უნდა შევხვდეთ.

„17 თებერვალს შემოდის ცხენის წელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ახალ წელს მნიშვნელობა არ აქვს. ციკლი იცვლება და შემოდის მზის წელი. ახალი წელი დგება რა თქმა უნდა 2026 წელს 1 იანვარს, თუმცა ნიშანი შეიცვლება 17 თებერვალს. ცხენი ყოველთვის წინ იყურება და არასდროს წარსულში. ყველაფერი რაც დასასრულებელი გვაქვს უნდა დავასრულოთ და ბოლომდე მივიყვანოთ.

ყველაფერი ცუდი დავტოვოთ წინა წელს. თუ კი ვინმესთვის რაიმე სიკეთის გაკეთება შეგვიძლია, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად დადებითი ენერგია გავცეთ. თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც კარგი დავტოვოთ ძველ წელში. იმისათვის რომ დავტოვოთ წარსულში ნებისმიერი რამ, რაც ხელს გვიშლის, თასში უნდა ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მარილი ფურცელზე დაწერთ პრობლემას და დაწვავთ სანთელზე. ეს დაგეხმარებათ პრობლემების განეიტრალებაში“, – საუბრობს ნინა სუსლოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g