LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თავი ვერ შევიკავე.. ეს ქალი ორი დღის წინ თბილისში იყო, ხელი მიაჭირა იმ ღილაკს, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში ინტეგრირების შესაძლებლობა მოუსპო“ – რას ამბობს მოქალაქე, რომელიც პარიზის აეროპორტში ელისო ბოლქვაძეს დაუპირისპირდა

339
ელისო ბოლქვაძე

30 მაისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა პარიზის აეროპორტში გადაღებული კადრები, რომლებშიც უმრავლესობის დეპუტატის, ელისო ბოლქვაძისა და საქართველოს მოქალაქეების დაპირისპირებაა ასახული.

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები ელისო ბოლქვაძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ და მას მიმართავენ სიტყვებით: „მოღალატე“ და „მონა“.

ელისო ბოლქვაძე: „იმ უმსგავს ხალხს, ვინც თავს უფლებას აძლევს პარიზის აეროპორტში ისტერიკები გამართოთ, გეტყვით, რომ უსახურები და საცოდავები ხართ, მონები და უსამშობლოები“

მოქალაქე, რომელმაც უმრავლესობის დეპუტატი გააკრიტიკა, თამარ ჯინჭარაძეა. მან „ტვ პირველის“ პირვდაპ ეთერში მომხდარი გაიხსენა და თქვა, რომ ელისო ბოლქვაძის დანახვის შემდეგ, თავი ვერ შეიკვა:

„ჩემოდნებს ვიღებდი, იქ იდგა ქალბატონი ელოსიც, ტელეფონზე გამომწვევად კეკლუცობდა, თავი ვერ შევიკავე, იმიტომ რომ ორი დღის წინ ეს ქალი თბილისში იყო, ხელი მიაჭირა იმ ღილაკს, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში [საფრანგეთი] ინტეგრირების შესაძლებლობა მოუსპო.

ზუსტად იცოდა, რომ ამ ღილაკზე ხელის მიჭერით, შეჩერდება განათლების ყველანაირი გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის, შეჩერდება ყველანაირი დახმარება მარტოხელა დედებისთვის.

ამ ქვეყნებს ლანძღავს, ეძახის გლობალური ომის პარტიებს და მტრებს და თვითონ მეორე დღეს მოფრინავს, აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

კითხვით მივედი – რა უნდოდა საფრანგეთში, როდესაც ორი დღის წინ, ამ ქვეყნების წინააღმდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო; რატომ ჩამოდის აქ, თუ ეს ქვეყნები ჩვენი მტერია.

ქალმა, ფაქტობრივად, კრუნჩხვა დაიმართა და თავს ვეღარ აკონტროლებდა, რის მერეც, უბრალოდ რაც არის და რაც დაიმსახურა, მგონია, რომ ის დავუძახე.

გასასვლელში გავდიოდით, თვითონ დაგველოდა, უკვე თან ახლდა მამაკაცი, რომელიც ალბათ უკვე ჩასაფრებიული იყო, რომ ჩვენთვის ფოტოები გადაეღო.

ჩვენ გარშემო ერთი ქართველიც არ ყოფილა, რომელიც ჩვენს პოზიციას არ იზიარებდა“, – ამბობს თამარ ჯინჭარაძე.

„მე ვარ ელისო, არ იწვალოთ ბევრი ჩემს მოსაძებნად… რა გინდათ იმ ქვეყანაში, რომელსაც აგენტების დამფინანსებელს და მტერს ეძახით… აი ეს არის სიმართლე და გცხვენოდეთ!“ – რა უპასუხა ელისო ბოლქვაძეს თამარ ჯინჭარაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g