თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევა სენაკის სოფელ თეკლათის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, დანარჩენი ავტობუსის მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივების ცნობით, ამ წუთებში, ავტობუსის თხრილიდან ამოსაყვანად ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეოც ვრცელდება, სადაც სავალი ნაწილიდან გადავარდნილი ავტობუსი ჩანს.