„თეატრალურის კვარტეტს“ წელს 20 წლის იუბილე აქვს. ანსამბლი მოღვაწეობას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეაჯამებს და მაყურებლის წინაშე ოპერის ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც ნიკა ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულები არიან ქეთი გაბისიანი და ბაკურ ბაკურაძე. კონცერტზე დაუკრავს ასევე ბენდიც და შესრულდება ყველა ცნობილი სიმღერა „თეატრალურის კვარტეტის“ რეპერტუარიდან. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს შედგენა ანსამბლის ვარსკვლავის გახსნაც.
ვიდეო: „თეატრალურის კვარტეტის“ წევრმა, ოთო კოვზირიძემ „ისევ მიდიხარ“ იმღერა