LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თელ-ავივის აეროპორტში ოლაფ შოლცის ყოფნის დროს განგაშის სიგნალი ჩაირთო – გერმანიის კანცლერი თავშესაფარში გადაიყვანეს

142
ფორტუნა - 2023-10-18T010546.875

თელ-ავივის აეროპორტში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ყოფნის დროს განგაშის სიგნალი ჩაირთო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოლაფ შოლცი და მისი დელეგაცია გასაფრენად ემზადებოდა. შოლცი მანქანით ახლომდებარე თავშესაფარში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, შოლცმა პირადად ნახა, როგორ ჩამოაგდო „რკინის გუმბათმა“ ორი რაკეტა.

გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის წარმომადგენლებმა სამთავრობო თვითმფრინავი გაჩხრიკეს და თვითმფრინავის მდგომარეობა შეამოწმეს.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დელეგაციის წევრები თვითმფრინავში ჩასხდნენ და კაიროს მიმართულებით გაფრინდნენ.

 

ცნობისთვის, ოლაფ შოლცი ისრაელში 17 ოქტომბერს  ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები