მომღერალი თემო რცხილაძე 63 წლის გახდა. ის ძმასთან, რომასთან ერთად „გვიან დილას“ თავის დაბადების დღეზე ესტუმრა.
გადაცემის წამყვანებმა მუსიკოსს პირდაპირ ეთერში ტორტი შემოუტანა. მან სურვილიც ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.
რასაკვირველია, ეთერს არ ჩაუვლია თემო რცხილაძის ცნობილი სიმღერის გარეშე.
მომღერალმა „შენი ბრალია“ შეასრულა.