ფილოლოგი და ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს საჯაროდ ხშირად უზიარებს.
შალვა ამონაშვილი პოდკასტის – „მამების დრო“ ერთ-ერთი გასული ეპიზოდის სტუმარი იყო, სადაც მან მამის როლზე ისაუბრა.
შეკითხვაზე: რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ადამიანმა, რათა იყოს კარგი მამა, შალვა ამონაშვილმა აღნიშნა:
„კარგი მამა რომ იყო, ცოლი უნდა გიყვარდეს, გიყვარდეს იმ პირველი დღიდან, როდესაც სთხოვე, ცოლად გამომყევიო.
გადის წლები, ქალი იცვლება, ის სილამაზე წაუვიდა, ნაოჭები გაუჩნდა, ცოლი უნდა გიყვარდეს სიცოცხლის ბოლომდე, იქ იწყება… ეს კარგი ქმრობა კი არ არის, მამაც იქ იბადება – თუ ცოლი არ უყვარს, მამა ვერ გახდება, არ შეიძლება, ცოლი არ გიყვარდეს და შვილი გაგიჟებით გიყვარდეს, იმიტომ, რომ მან გააჩინა.
ცოლი ხელისგულზე უნდა ატარო, რომ იტყვიან ხოლმე – ქალღმერთიო, ქალღმერთი უნდა იყოს შენთვის ქალი. შენ გიყვარდა, მოიყვანე, ვაჟკაცი ხარ, მის მიმართ ვალდებულება გაკისრია – ცოლს ხომ დაჰპირდი: ოღონდ გამომყევი და შენთვის ყველაფერს გავაკეთებო“ – აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.
ვიდეო: „სიყვარულში სულ უნდა გვეჩქარებოდეს… არ შეიძლება, სიყვარული გადადო…“
