LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,თუ კი რამე ცუდი დამემართა, დამემართა იმ პერიოდში…16 წელი ნარკოტიკების მომხმარებელი ვიყავი და დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ” – თემურ თათარაშვილი

396
befunky-collage-2024-02-21t234128.999-2024-02-21_23-41-37_273951

მომღერალი თემურ თათარაშვილი გადაცემა ,,პრაიმშოუში” მისი წარსულში ნარკოდამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს სრულიად ჯანმრთელია.

,,ვბრაზდები და მწყინს, როდესაც ამბობენ, რომ არ არსებობს ნარკოტიკებისგან განკურნება. 16 წელი ნარკოტიკების მომხმარებელი ვიყავი. ძლიერ ოჯახშიც ვცხოვრობდი, სამსახურიც ძალიან კარგი მქონდა და წარმატებულიც ვიყავი.

არანაირი მიზეზი არ მქონია, მაგრამ მაშინ ბნელ 90-იანებში მოდაში იყო. ახლა მგონია, რომ ნარკოტიკი სირცხვილია და უარყოფითად ვუყურებ ამას. ჩემთვის გოიმობაა.

თუ კი რამე ცუდი დამემართა, დამემართა იმ პერიოდში და ბედნიერი ვარ, რომ წლებია სრულიად ჯანმრთელი ვარ”, – ამბობს თემურ თათარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g