მსახიობი თათული ედიშერაშვილი გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც იუმორთან თავისი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.
„ჩემთან იუმორმა და პროექტმა „შუა ქალაქმა“, ის როლი ითამაშა, რომ თუ სადმე რაიმეს ვიტყვი ყველას პერსონაჟის მსგავსი რეაქციები აქვთ. არადა ამ დროს სულ არ მეხუმრება. ცხოვრებაში იუმორი გშველის ურთიერთობებში.
ბრაზის დაძლევაში და ბევრ რამეში. ალბათ დიპლომატიას რასაც ეძახიან ადამიანები ჩემთვის იუმორია. ასევე დამაპურა იუმორმა და არ შეიძლება ამის დაუფასებლობა. მაგრამ როდესაც სულ იუმორთან გაიგივებენ, არ არის მაინც და მაინც კარგი. ვფიქრობ ნაწილობრივ ამ კლიშეს დაძლევა თეატრში შევძელი, თუმცა ის საზოგადოების მხოლოდ 50% დადის“, – ისაუბრა თათული ედიშერაშვილმა.