გადაცემა „დღის პოსტის“ გასულ ეპიზოდს პიანისტი და მომღერალი რომა რცხილაძე სტუმრობდა.
მუსიკოსმა გადაცემაში ჩვეული ვირტუოზობით, რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა.
რომა რცხილაძემ ასევე ისაუბრა ტუბერკულოზის დიაგნოზზე, რომელსაც ის მრავალი წლის წინ, 5 წლის განმავლობაში ებრძოდა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, ის ტუბერკულოზისგან რწმენამ გადაარჩინა.
„ამ სენს 5 წელი ვებრძოდი. ბოლოს მითხრეს, რომ თერაპიიდან ქირურგიულში უნდა გადავიდეთ, მარცხენა ფილტვზე ორი დიდი ორმოა და ნახევარი ფილტვი უნდა ამოვჭრათო. იმ პერიოდში ვიმარხულე…
რენტგენზე რომ მივედი, 5 საათს ეძებდნენ და ვერაფერი ნახეს, აორთქლდა… ზუსტად ვიცოდი, რომ ეს შედეგი იქნებოდა, არ გამიკვირდა, შოკი კი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა. ჩემ თავს ვაჯობე იმით, რომ რწმენას ბოლომდე ვენდე.
ექიმები ღამე სახლში მიდიოდნენ, იცოდნენ, რომ მე იქ ვიყავი, პაციენტებს ნემსებს მე ვუკეთებდი, ყოფილა მომენტი, ვეუბნებოდი ექიმებს – თქვენ წადით ოჯახში-მეთქი. პაციენტებთან ჩამოვლას ვაკეთებდი“, – გაიხსენა რომა რცხილაძემ.
🦠 ტუბერკულოზისგან რწმენამ გადამარჩინა… 🙏 5 სთ ეძებდნენ რენტგენზე და ვერ იპოვეს… 🔹პაციენტებს მე ვუკეთებდი ნემსებს, ღამით ჩამოვლას ვაკეთებდი, ექიმებს სახლში ვუშვებდი მშვიდად #რომარცხილაძე
Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ხუთშაბათი, 13 მარტი, 2025