LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თურმე რა შთამომავლობა ჰყავს ლეგენდარულ ჰამლეტ გონაშვილს, საოცარია გენეტიკა!“ – ჰამლეტ გონაშვილის შვილიშვილების შესრულება „იმედის“ ეთერში

373
პატარების დიდი შოუ

ტელეკომპანია „იმედის“ საბავშვო გადაცემას „პატარების დიდი შოუ“, ლეგენდარული ქართველი მომღერლის – ჰამლეტ გონაშვილის შვილიშვილები სტუმრობდნენ.

4 წლის ნინა და 9 წლის იოანე გონაშვილებმა გადაცემის წამყვანის კითხვებს უპასუხეს, მხიარული გადაცმის დასასრულს კი მათ ანსამბლ „შავნაბადას“ სოლისტებთან, გიორგი დოლიძესთან და გიორგი ალავერდაშვილთან ერთად ხალხური სიმღერა „სისონა დარჩია“ შეასრულეს და აუდიტორიაც აღაფრთოვანეს.

„აი, რას შვრება გენეტიკა“, „კარგი ხის კარგი ნაყოფი – პაპის სული ღმერთმა გაგინათლოთ“, „თურმე რა შთამომავლობა ჰყავს ლეგენდარულ ჰამლეტ გონაშვილს“, „გენები არ იკარგება“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარების ველში.

ჰამლეტ გონაშვილის შვილიშვილები 💫

ჰამლეტ გონაშვილის შვილიშვილები 💫 ნინა და იოანე გონაშვილები და ანსამბლ შავნაბადას სოლისტები — გიორგი დოლიძე და გიორგი ალავერდაშვილი ✨

Posted by ბავშვთა გუნდი ,,შავნაბადა" on ორშაბათი, 17 მარტი, 2025

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g