„დილა მშვიდობისა საქართველო“ გვაცნობს ქალბატონს, ინგა მამადაშვილს, რომელმაც 55 წლის ასაკში გააჩინა გოგონა, სტეფანია.
„თურმე შეუძლებელიც შეიძლება მოხდეს… არ მეგონა, თუ მეყოლებოდა… ძალიან ბედნეირები ვართ. ყველაფერი გვიხარია… სხვანაირი გრძნობაა… ხანდახან არის, რომ არ მჯერა, დედას რომ ვუძახი, ვფიქრობ, ვაიმე, მე ვარ დედა? სასწაული გრძნობაა. ჩვენ მარტო ეს გვაკლდა, რომ თოდორი მამა გამხდარიყო და მე – დედა. უფლის წყალობით მოხდა ეს ყველაფერი…“
