ტყუპ ძმებს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში დანტესი ჰყვება.
დანტესის თქმით, ექიმები ამბობენ, ძმები ეტლიდან ადგომას საბოლოოდ შეძლებენ.
ოპერაციასა და მკურნალობისთვის კი თანხის მობილიზებაა საჭირო.
„ტყუპების მდგომარეობა ოპერაციას ექვემდებარება
მაგრამ იმხელა თანხა არის საჭირო ოპერაციისთვის რომ, ცოტა შეშინებულები ვართ ყველანი
ორივე ოპერაციას 100 ათასი დოლარი ესაჭიროება
(პლიუს რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი)
არ ვიცით რამდენად შეესაბამება რეალობას ამ თანხის შეგროვება მაგრამ ჩვენ ჩვენსას მაინც ვცდით,“ – აღნიშნავს დანტესი და ანგარიშის ნომრებს გვიზიარებს.
მიმღები: ეკა მარშანია (ტყუპების დედა)
საქართველოს ბანკი
#GE79BG0000000607819527
თიბისი ბანკი
#GE14TB7509945064300095