LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უფალო გთხოვ, მოიგოს საქართველომ“- როგორ გულშემატკივრობდა უსაყვარლესი ანნა სულაბერიძე ეროვნულ ნაკრებს

229
ანნა სულაბერიძე

30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 4:1 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელების თავდაუზოგავმა თამაშმა არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი გულშემატკივრის გული მოიგო და „ზღაპრული წინსვლით მეტოქეების პატივისცემაც დაიმსახურეს“. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

საქართველოს ნაკრების თავდადებულ თამაშს, მექსიკური სპორტული მედია საშუალება La Gambeta ეხმაურება და წერს, რომ „მათ წარუშლელი კვალი დატოვეს და დაამტკიცეს, რომ სიდიდე ყოველთვის გამარჯვებებით არ იზომება“.

ეროვნულ ნაკრებს საქართველოში ყველა ასაკის ადამიანი გულშემატკივრობდა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყვნენ პატარა ბავშვები, რომლებიც გამარჯვებას თუ დამარცხებას, სიხარულის და მწუხარების ცრემლებით ეგებებოდნენ.

გუშინ, ჯანეტ ქერდიყოშვილმა Instagram-ზე თამაშის მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეო გაგვიზიარა, სადაც უსაყვარლესი ანნა სულაბერიძე უფალს სთხოვდა, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოეპოვებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები