54 წლიანი სიყვარულის ისტორია, რომელიც კონსერვატორიაში დაიწყო და დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე წლების წინ იყო – დირიჟორი, რევაზ ტაკიძე და მისი მეუღლე – ლალი გურგენიძე პირველად „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ მათი სიყვარულის ამბავზე ჰყვებიან.
როგორც რევაზ ტაკიძე ამბობს: „გულის ცემას რომ ახშირებს ეს არის სიყვარული.“
„ვფიქრობ, რომ ჩვენი სიყვარული ახლა უფრო ძლიერია ვიდრე დასაწყისში იყო, მე კომპლიმენტების კაცი არ ვარ მაინცდამაინც, სიყვარული უნდა იგრძნობოდეს უსიტყვოდ,“ – ამბობს გურამ ტაკიძე.
„ძალიან მიყვარს, უიმისოდ ერთი წუთით არ შემიძლია ცხოვრება, სულ ჩემს გვერდით არის.. გავიღვიძებ თუ არა მეკითხება როგორ ხარ?“ – ლალი გურგენიძე.
