LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „უკაცრავად, მაგრამ არც ერთხელ ოპოზიციას არ გვითქვამს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთს, ეს მათი [„ქართული ოცნების“] სიყალბეა… ეს არის ტყუილი“ – გიორგი ვაშაძე

165
გიორგი ვაშაძე

„რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს – ახსენით რას გულისხმობდით ამ განცხადებით“ – ასე მიმართა „ერთიანობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა ვაშაძე აღნიშნული სიტყვების ავტორი.

ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციას არ უთქვამს, რომ თითქოს რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს:

„უკაცრავად, მაგრამ არც ერთხელ, ჩვენ, ოპოზიციას არ გვითქვამს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთს, ასეთი რამე არ ყოფილა, ეს მათი [„ქართული ოცნების“]სიყალბეა, რომ ჩვენ ფინანსურ სანქციებს ან რამე სანქციების დაწესებას ვითხოვთ ეს არ ყოფილა, ეს არის ტყუილი. ჩვენ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას ვითხოვდით“ – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ სანქციების წინააღმდეგი იყო ყოველთვის.

„სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, როდის მითქვამს, რომ სანქციები უნდა დაეწესებინა საქართველოს? ამ ტყუილს „ქართული ოცნება“ ასაღებს ჩვენს ნათქვამად“ – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რას გულისხმობდა რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკაში?

„ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს, უბრალოდ, ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ევროკავშირთან მეტი ვივაჭროთ, რათა იქ უფრო ძვირად გავყიდოთ ქართული ღვინო და კახელ გლეხთან უფრო მაღალი შემოსავალი შევიდეს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ამერიკასთან მეტი ვივაჭროთ, პრიორიტეტებს ვალაგებთ ჩვენ სხვანაირად. არ იქნება მიმართულება ის, რომ, მაგალითად, ქართული ღვინო ერთლარიან ბაზარს ჩამოვკიდო. ამიტომ ძალიან პრაგმატული, დაბალანსებული პოლიტიკა გვექნება ცალსახად, რათა ქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და, რაც მთავარია, ეკონომიკური განვითარება იყოს ძალიან სწრაფი“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახ, რა უტიფარი ვინმეა… 🥹

Posted by სანდრო ელოშვილი on სამშაბათი, 23 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g