LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უკრაინელი მამაკაცი საკუთარი მიკროავტობუსით 6-ჯერ შევიდა მარიუპოლში და 200-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლო – „ყველაზე საშინელი ღამეა“

9991
Untitled design (39)

მიხაილო პურიშევმა ოკუპანტების სამიზნე ქალაქიდან – მარიუპოლიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლო. 36 წლის მიხაილოს შესახებ Reuters-ი წერს. 

პურიშევი თავადაც მარიუპოლის მკვიდრია და ომამდე ღამის კლუბი ჰქონდა.

კაცი ქალაქში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, 6-ჯერ შევიდა. მგზავრობიდან მგზავრობამდე, წითელი მიკროავტობუსი ზიანდებოდა, თუმცა, მეგობრებთან ერთად, მას არემონტებდა და კვლავ ქალაქში ბრუნდებოდა.

„მიკროავტობუსი ბომბის, დარტყმის, ნაღმტყორცნების, ცეცხლსასროლი იარაღის სამიზნე გახდა. მართალი გითხრათ, მასზე ომის უამრავი კვალია“, – ამბობს ის.

კაცმა მოსახლეობის ევაკუაცია ისე შეძლო, რომ არავინ დაზიანებულა.

„რა თქმა უნდა, უფალი მიცავდა. ერთადერთი დაზიანება, რომელიც მივიღე იყო შუშის ნამსხვრევით გამოწვეული, თუმცა, ჩემმა ქურთუკმა დამიცვა და მხოლოდ ნაკაწრი დამიტოვა.

ყველაზე საშინელი ღამეა. ყველაზე მეტად იმასთან შეგუება გამიჭირდა, რომ ბავშვები შიშით და საშინელი განცდით იღვიძებენ“, – იხსენებს ის.

რა თქმა უნდა, მას არ შეუძლია მარიუპოლიდან ყველას გამოყვანა. თუმცა მისი დანახვა მოსახლეობას იმედსა და ძალას აძლევს.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g