LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უკრაინელი მომღერლის სულისშემძვრელი გამოსვლა და ემოციების ზღვა „ევროვიზიის“ სცენაზე

1030
ალიოშა

36 წლის უკრაინელმა მომღერალმა ალიოშამ ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის სცენაზე ნამდვილი ტრიუმფი მოახდინა. მან ბრიტანელ მუსიკოსთან, რებეკა ფერგიუსონთან ერთად ცნობილი სიმღერა Ordinary World შეასრულა, რომლის ტექსტიც შეცვლილი იყო.

თავდაპირველად სცენაზე გამოჩნდა ინსტალაცია, უკრაინული ოჯახის კადრი, სადაც სრული იდილია სუფევს. მოგვიანებით ირთვება საჰაერო განგაშის ხმა და სცენაზე რებეკა ფერგიუსონი და ალიოშა გამოვიდიან. სწორედ მაშინ ვხედავთ, რომ ქალი საყვარელ მამაკაცს ემშვიდობება, რომელიც თავის ქვეყნის დასაცავად ომში მიდის. სიმღერის პარალელურად, სცენაზე რჩება ემოციური კადრები, როგორ უწევს ახალგაზრდა ქალს სახლიდან გაქცევა, რათა შვილები სიკვდილისგან იხსნას. მოგვიანებით კი, იმიტირებულ სცენაზე, ჩნდება რუსული რაკეტების პირველი კადრებიც. მთლიანად ნომერი საკმაოდ მძიმე და ემოციური იყო, თუმცა, ბოლოს გამოჩნდა ნათელი ფერები და სცენა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

,,ეს სიმღერა ეძღვნება ყველა უკრაინელ დედას, რომელიც იძულებული გახდა, გაქცეულიყო საკუთარი ქვეყნიდან, რათა დაეცვა შვილები. ეძღვნება ყველა ცოლს, რომელმაც ქმარი, ომში გაუშვა. ჩვენი ცხოვრება ისევ სავსეა მუქი ფერებით, მაგრამ უკრაინული ჯარის წყალობით, ეს პალიტრა უფრო ფერადი ხდება. ყველაფერი მალე უკან დაბრუნდება, გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს უკრაინულ ჯარს“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სიმღერას ახლავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g