მომღერალი გიგა ჯალაღონია გადაცემა „პოსტ ალიონს“ 6 წლის ქალიშვილთან, მარიამთან ერთად ესტუმრა.
მამა-შვილმა გადაცემაში სიმღერა „მტრედო მშვიდობისაო“ შეასრულა. როგორც მარიამმა თქვა, მათ უკვე 8 ერთობლივი სიმღერა აქვთ, გიგა ჯალაღონიამ კი აღნიშნა, რომ 2 სიმღერა ასევე მზადების პროცესშია.
მამა-შვილის დუეტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„უნიჭიერესი მამა-შვილი“, „როგორი თბილად მღერიან“ „ძალიან ლამაზი სიმღერაა“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
🎶 „მტრედო მშვიდობისაო“ – გიგა და მარიამ ჯალაღონიები | 24.12.2024🎶 „მტრედო მშვიდობისაო“ – გიგა და მარიამ ჯალაღონიები მუსიკა – გიგა ჯალაღონია, ტექსტი – მაკა ბლიაძე
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024