მომღერალი ეკა კვალიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის -„იმედის დღის“ გასულ ეპიზოდს სტუმრობდა.
მომღერალმა გადაცემაში კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის სიმღერა „ბედის ვარსკვლავო“ შეასრულა.
„ქართული ესტრადის დივა“, „საოცარი ხმა და შესრულების მანერა“, „ჩვენო კაშკაშა ვარსკვლავო“, „შეუდარებელი ეკა! ფანტასტიკაა“, „საუკეთესო მომღერალი“ – აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარების ველში.
ბედის ვარსკვლავო – ეკა კვალიაშვილი🌟 ბედის ვარსკვლავო – ეკა კვალიაშვილი 🎼 კომპოზიტორი: მარიკა კვალიაშვილი
Posted by იმედის დღე /Imedis Dge on სამშაბათი, 15 აპრილი, 2025
შეგახსენებთ, მომღერალი და პიანისტი ეკა კვალიაშვილი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება. კონცერტი 23 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ეკა კვალიაშვილის მეგობრები და კოლეგები.
23 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება