ვალდებულები ვართ ბოლო ამოსუნთქვამდე გავაპროტესტოთ ჩვენი დამახინჯებული რეალობა, – აღნიშნულის შესახებ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მყოფმა ქეთათო პოპიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობა ევროპული გზის არჩევით მიიღწევა.
„ადამიანები სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება და თითოეული ადამიანის აქტიურობა გადამწყვეტია. მთავარია, რომ მშვიდობას მივაღწევთ მხოლოდ ევროპული გზის არჩევით. ვალდებულები ვართ ბოლო ამოსუნთქვამდე გავაპროტესტოთ ჩვენი დამახინჯებული რეალობა“, – ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.