LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვენაში მოღვაწე ქართველი ბიჭი, რომელიც პლასტილინისგან შექმნილ ფიგურებს აცოცხლებს

319

პროფესიით დანტისტი, ბადრი სხირტლაძე ამჟამად ვენაში მოღვაწეობს. პლასტილინისგან სხვადასხვა გმირებს ძერწავს, ფილმებს ქმნის და საკმაოდ დიდი მიღწევებიც აქვს. ამბობს, რომ საყვარელი საქმე აღმოაჩინა და რაც მთავარია საკუთარი თავი იპოვა.

,,პირველი ფილმი, ,,მეთოჯინე” დავიწყე 2009 წელს და 2012 – ში დავასრულე დავასრულე. ძალიან ინტიმური და პირადული ემოცია ვიგრძენი. ,,თითქოს ის, რაც შენ ამ ფილმით თქვი, ყველამ გაიგო”.

მისი ბოლო პროექტი ,,მწვანე გასაღებია”, რომელიც დაახლოებით 15 წუთი გრძელდება. გადაღებისთვის 4 წელი დასჭირდა.

,,მაგალითად, ,,მეთოჯინეში” ერთი სცენაა, ყველა თოჯინა თაროებიდან ჩამოდის. ეს შვიდი წამი გრძელდება. ამას შვიდი საათი მოვანდომე”.

ამ ეტაპზე, ბადრის ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს შექმნილი. ,,ფრანგული საუზმე’’, ,,წარმოუდგენელი კოცნა’’, მესამე ნიკოლაუს ჰიპის წიგნზე იყო დაფუძნებული ,,რჩევები და თევზები’’, ,,მეთოჯინე’’ და ,,მწვანე გასაღები’’.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g