LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე“ – მელიტა ფურცელაძე ლევან კბილაშვილის მიერ ილია მეორისთვის შესრულებულ სიმღერას გვიზიარებს

7067
Untitled design (1)

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ლევან კბილაშვილის მორიგ, არაჩვეულებრივ შესრულებას გვიზიარებს, რომელსაც თან ემოციური პოსტი დაურთო.

ლევან კბილაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მელიტა ფურცელაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი შვილის ნამღერს ვერ უსმენს, თუმცა შეძლო და აღნიშნულ ვიდეოს ბოლომდე უყურა.

„ახლაც ვერ ვუშვებ. მის სიმღერებს ვერ ვუსმენ, მის ოთახში შესვლაც მიჭირს, გამოვაღებ კარადას და სულ ლევანიკოს ნივთებია. უყველაფროდ დავრჩი, მქონია მომენტი, როდესაც ტკივილისგან მიწაზე ვხოხავდი” – ლევან კბილაშვილის დედა

„ჩემო ლაშა „გენაცვალე შენ“-ო ასე მიმართავდა ყველას ლევანიკო ? ახლა მე გენაცვალე შენ ამ ჩანაწერისთვის ? ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე ?? ამასწინათ მითხარი ლევანიკოსთან რომ ვზივარ განსაკუთრებული სიმშვიდე მეუფლებაო, ხოდა დარწმუნებული იყავი, ყოველთვის იქნება მფარველი ანგელოზი შენთვის და ყველა მეგობრისთვის, ვინც იცის ლევანოს ფასი ?  მადლობა.

ცნობისათვის, ვიდეოს ლევანის ერთ-ერთი მეგობარი ლაშა ზაალიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს და წერს, რომ ვიდეო 2017 წელს არის გადაღებული. მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ „ამ ვიდეოში უწმიდესი პატრიარქი ლოცავს ლევანს. უწმიდესმა ლევანი ამღერა, დალოცა და ჯვარი აჩუქა რომელიც ამ ვიდეოში არ ჩანს“.

 

ჩემო ლაშა “გენაცვალე შენ”-ო ასე მიმართავდა ყვალას ლევანიკო?ახლა მე გენაცვალე შენ ამ ჩანაწერისთვის?ვერცერთ ნამღერს ვერ…Posted by Melita Purceladze on Thursday, 28 September 2023

 

„როგორ შეაყვარე თავი ასე ყველას… მოვალ და სრულიად უცხო ადამიანები მხვდებიან აცრემლებული… დღეს, ორი დიდი ხელის ნაკვალევი დამხვდა მიწაზე… ასე გეფერებიან დე“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

ვიდეო: ლევან კბილაშვილის აქამდე უცნობი ჩანაწერი და ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ გამოაქვეყნა

ვიდეო: გიორგი უშიკიშვილი: „ფოლკლორის სკოლაში ლევან კბილაშვილის სახელობის სტიპენდიას ვაწესებთ…“

“ოქროს ბიჭო, გაუძელი” – მომღერალ აჩიკო გოგიტიძის ემოციური მიძღვნა ლევან კბილაშვილს

გულმა გიმტყუნა გულით აკეთებდი ყველაფერს და დაგღუპა შენმა დიდმა გულმა: დათო ლონდარიძე ლევან კბილაშვილს ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები