LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Volvo-ს კაბრიოლეტის მძღოლმა „სუპერმენის“ პოზით გაისეირნა

98
volvo

ქსელში გავრცელდა მოკლე ვიდეო, სადაც საკმაოდ საშიში ტრუკია ასახული. Volvo-ს კაბრიოლეტის მძღოლმა მოძრაობის დროს სავარძელი დატოვა და ჰორიზონტალურ პოზიციაში გადავიდა. შემდეგ რამდენიმე წამით საჭეს ხელებიც კი მოაშორა. „სუპერმენის“ მიბაძვით მამაკაცს გვერდით ავტომობილში გოგონების ყურადღების მიპყრობა სურდა. ვიდეოც სწორედ ამ გოგონებმა გადაიღეს.

ვიდეო იმით იწყება, რომ Volvo C70 მოძრაობის უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადაადგილდება. შემდეგ რაც მოხდა უკვე გითხარით. მიაღწია თუ არა კაცმა მიზანს და მოხიბლა თუ არა საპირისპირო სქესის წარმომადგენლები რთული სათქმელია. თუმცა, ცნობილია ის რომ მან პოლიცია ნამდვილად დააინტერესა. საქმე ისაა, რომ საშიში ტრუკით ის არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მოძრაობის სხვა წევრებსაც საფრთხეს უქმნიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები