ხმაური და დაპირისპირებაა ვაზისუბნის 62-ე უბანზე – მას შემდეგ რაც აღნიშნულ უბანზე ელექტროენერგიის შეწყდა, ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მივიდა, მოგვიანებით, ადგილზე გამოჩდა უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი.
სწორედ ნიკა მელიასა და დავითულიანს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
“არ გაგაყალბებინებთ ამ არჩევნებს”,- მიმართა მელიამ დავითულიანს.
სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, დავითულიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ ნიკა მელია წაგებულ არჩევნებს მოგებულად ვერ გააფორმებს.
“ნიკა მელიამ წააგო არჩევნები, ახლა დადის და ეძებს პროვაკაციებს, რამე მიზეზი უნდა იპოვოს”, -თქვა დავითულიანმა.