LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წამომითაქებს ხოლმე, თუ არ გავიქეცი ცუდი ამბები მოხდება…ჯერ სიკვდილი არ მინდა“ – ვენერა ობოლაშვილი შვილს ძალადობაში ადანაშაულებს

596
2026-03-15_23-54-52_472981

ვენერა ობოლაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „კურიერი PS“ ამბობს, რომ საკუთარი შვილი ფიზიკურად უსწორდება.

დედა-შვილის კონფლიქტში პოლიციაც ჩაერთო და ობოლაშვილის ვაჟს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერა.

„წამომითაქებს ხოლმე. თუ არ გავიქეცი შეიძლება ცუდი ამბები მოხდეს. ჯერ სიკვდილი არ მინდა. შემაკავებელს აზრი არ აქვს, რადგან მეორე დღეს ისევ ისე წამომითაქა. ადრეც იყო ორი თვით დაკავებული და ვაპატიე. მეთქი შვილი არის და გონს მოეგება მეთქი. ვეუბნები, ბიჭო, ასე არ შეიძლება, მე ხომ დედაშენი ვარ შვილო… ნახევარი მსოფლიო მიცნობს და პატივს მცემს, მე ხომ ძალიან ბევრი ფანები მყავს-მეთქი. ეს სახლი არ მინდაო, თბილისში ვიყიდოთო. სად წავიდე კაცო. ამის გამო იწყება ჩხუბი. მინდა სადმე ცალკე სახლი მომცენ, რომ ვიცხოვრო“, – ამბობს ვენერა ობოლაშვილი.

ცნობისთვის, ვენერა ობოლაშვილი 2023 წელს, 13-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა. ის სერიული მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g