LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წელს რომ არ არის ევროკავშირის დროშა, ამაზე რა პოზიცია გაქვთ?“ – პრეზიდენტი კითხვას უპასუხოდ ტოვებს

184
ფორტუნა - 2023-05-25T115310.512

წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.

ჟურნალისტებმა თავისუფლების მოედანზე მყოფ  პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს რა პოზიცია ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით.

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით – მაკა ბოჭორიშვილი 

კითხვა, „წელს რომ არ არის ევროკავშირის დროშა, ამაზე რა პოზიცია გაქვთ?“ – სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის ფასადზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით. ადგილზე შეგხვდებათ წარწერა – „ეს დღე ჩვენია“.

„მოგიწოდებთ 26 მაისს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოვაწყოთ მსვლელობა” – მამუკა ხაზარაძე

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა.

მთავრობა მიზეზად ღონისძიების თემატიკას ასახელებს.

იხილეთ ვრცლად:

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

 

 

რუსთაველის გამზირის ფოტო: ბადრი ვადაჭკორია
mazda magti 5g