სენაკში წინასაახალწლო კონცერტის ჩაწერისას, სცენაზე ძაღლი ავიდა. სახალისო ვიდეოს „სენაკის ქრონიკა“ აქვეყნებს.
კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება ცუგა მომღერლებს, „ღვინოვ კახუროს“ სიმღერის ჩაწერისას.
„ცუგა ავიდა სცენაზე, მეც მომახვედრეთ კადრში, არ ამომშალოთო“. – ხუმრობით წერს „სენაკის ქრონიკა“.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ცუგას კარგი ფეხი აქვს, კარგი წელი ყოფილიყოს“,
„რა საყვარელია, აშკარად მოსწონს „ღვინოვ კახურო“, – წერენ სოციალურ ქსელში.