რას არ აქვს მნიშვნელობა წონაში კლების დროს? – ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი, სანდრო გოგოხია იმ აკრძალვების შესახებ საუბრობს, რასაც ადამიანები თვითნებურად უწესებენ თავს მაშინ, როცა წონაში დაკლება სურთ.
ვიდეო: „4 პროდუქტი, რომელიც სახლში არ უნდა გვქონდეს“ – რას გვირჩევს კვების სპეციალისტი
ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია ასახელებს 4 პროდუქტს, რომელიც სახლში არ უნდა გვქონდეს.
„არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე იღებ საკვებს, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში.
გადაანაწილე კვება ცხოვრების სტილის შესაბამისად.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ჭამ, დააკვირდი ორგანიზმს და მის სურვილს მოარგე. გადაანაწილებ 4 კვებაზე თუ 2-ზე, ეს შენი არჩევანია.
წონაში კლების დროს არ აქვს მნიშვნელობა ამოიღებ თუ არა რაციონიდან ტკბილს, მაკარონს, პურს – დეფიციტში თუ ხარ მაინც დაიკლებ და თუ არ ხარ, მათ გარეშეც მოიმატებ.
არ აქვს მნიშვნელობა საუზმეს გამოტოვებ თუ არა, მოიქეცი ისე როგორც შენს ორგანიზმს სურს.
არ აქვს მნიშვნელობა წონის კლებისას კვების რაციონიდან ლაქტოზის, გლუტენის, ფრუქტოზის ამოღებას, თუ რა თქმა უნდა რომელიმეს აუტანლობა არ გაქვს“, – ამბობს კვების სპეციალისტი.
ვიდეო: „თუ შეშუპებისკენ ხარ მიდრეკილი, მაშინ პირველ რიგში რაციონიდან შემდეგი პროდუქტები ამოიღე…“ – რას გვირჩევს კვების სპეციალისტი, სანდრო გოგოხია
კვების სპეციალისტი იმ პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელიც შეშუპებისკენ მიდრეკილებას და სითხის შეკავებას იწვევს.