16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
დავით ოქროპილაშვილი ცნობილი როგორც „დანტესი“ სოციალურ ქსელში გვიზიარებს ვიდეოს, სადაც მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობას გვაცნობს.
როგორც მარიამი ამბობს, მას ტკივილები და დისკომფორტი არ აქვს.
ამასთან, დავითის თქმით, ასიმეტრია, რომელიც მოზარდს აქვს სახეზე, ნელ-ნელა მკურნალობასთან ერთად გასწორდება.
„იმედია გავეცით მარიამის ჯანმრთელობის შესახებ ყველა კითხვას სათანადო პასუხი“, – წერს დანტესი.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ მარიამს ყბა გვერდზე გაურბის, რაც როგორც ვიდეოდან ვიგებთ ამ ოპერაციის შემდეგ ნორმალურია. ეს ყველაფერი კი მკურნალობასთან ერთად გაივლის.
ვიდეო: „მარიამი გამოწერეს კლინიკიდან და გადმოვინაცვლეთ სასტუმროში. ექიმმა ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი გოგოა მარიამი და შეგიძლიათ წახვიდეთო“ – რა კადრებს გვიზიარებს „დანტესი“
ვიდეო: „რა ილოცეს ასეთი საქართველოში, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო“ – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რას ჰყვება დავით ოქროპილაშვილი
„მაბედნიერებს ის, რომ ბავშვებს თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მდგომარეობას უცხო მიწაზე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში… 12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა“ – ვინ არის მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება
ვიდეო: „კიდევ ერთი უმაგრესი ამბავი მარიამის ცხოვრებაში. მარიამი „ბაუს უნივერსიტეტში“ უფასოდ ისწავლის ბათუმის ფილიალში“ – დავით ოქროპილაშვილი