მსახიობი კახა კინწურაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, დროა ყველა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
„ჩემს მშობლებს მივმართავ და ყველას მშობელს მივმართავ. შეიძლება ბევრი რაღაცაა რასაც ვერ იგებთ, ან არ გესმით ახალგაზრდების, მაგრამ ერთია რა, როდესაც ბავშვებს სცემენ, უბრალოდ გვერდით უნდა დაუდგეთ.
შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, არ იზიარებდეთ მათ აზრს, მაგრამ შეიძლება თქვენი შვილები სცემონ. ასე რომ, არ არის რაღაცების დრო, უნდა გავერთიანდეთ.
ყველა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. უნდა გააცნობიეროს, რომ რეალურად ის არის ქვეყანა და მის სხეულზე გადის ამ ქვეყნის ბედი. ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი ბედისწერაა ფაქტია. ამ კანონით და ამ ქმედებებით, შარშანდელიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ახლა განსაკუთრებით შემოაქვთ განხეთქილება. ეს კი წყალს ასხავს ჩვენი მტრის წისქვილზე,“ – აღნიშნა კახამ.