ფოტოგრაფი მარი ნაკანი და მისი მეუღლე, გიორგი მამასახლისი ახლახან დაშორდნენ.
მარიმ ამის შესახებ ვიდეო ჩაწერა, სადაც ისაუბრა, თუ როგორ წავიდა მისგან საყვარელი მამაკაცი…
ამის შემდეგ კიდევ ორ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი ემოციები და განცდები კარგად ჩანს.
„არ არის ადვილი, არავინ თქვას, რომ მარტივია, საყვარელი ადამიანი გვერდით რომ აღარ გყავდეს, რომელიც 21 წელი ყველა მომენტში, ყველა წუთს ჩემ გვერდით იყო. ემოციებში ვარ, მაგრამ გადავიტან. ყველა ადამიანს მინდა მივმართო, ვინც არის ჩემსავით მიტოვებული, გულგატეხილი, დასუსტებული, სიცარიელეში. მარტო არ ხარ, მეც აქ ვარ. ჩემს გზას კი უყურებთ… თქვენც ჩემთან ერთად კარგად იქნებით…“
„უამრავი წერილი შემომდის თქვენგან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამხნევებისთვის. ძალიან მიჭირს ახლა. მოწყვლადი ვარ. ყველაფერზე გული მიჩუყდება. ძალიან მენატრება ხოლმე გიორგი… მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ცოტა ხანში ისევ ის მარი ნაკანი ვიქნები – მამაცი, ძლიერი, მგელი გოგო… ახლა კი, ცოტა ხანს თქვენი გამხნევება ნამდვილად არ მაწყენდა. ყველაზე დიდი პრობლემა არის აუტანელი მიჩვევა, რომ დავიძინებდი და ფეხს რომ მივადებდი, რომ გავიღვიძებდი, მისი მოტანილი ყავა მხვდებოდა…“, აღნიშნავს კიდევ ერთ ვიდეოში. ფოტოგრაფი.
