LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაფერი კარგად არის და უკვე შეიძლება მარიამისთვის ბრეკეტების გაკეთება“ – რა კადრებს გვიზიარებს დავით ოქროპილაშვილი

243
2025-06-30_01-22-38_509053

მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც უკვე სრულიად საქართველო იცნობს, უკვე ბრეკეტების გაკეთებაც შეუძლია.

მარიამის თავის თურქ ექიმთან ვიზიტის კადრებს სოციალურ ქსელში დავით ოქროპილაშვილი გვიზიარებს.

„მარიამის ვიზიტი ალთა ექიმთან და მედეა იობაშვილთან.
როგორც ექიმმა გვითხრა ყველაფერი კარგად არის
და უკვე შეიძლება მარიამისთვის ბრეკეტების გაკეთება“, – წერს დავითი.

ვიდეო: მარიამის და მისი დედმამიშვილების ემოციური რეაქცია მათი ახალი სახლის ნახვის დროს – კადრები, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, დავით ოქროპილაშვილი გვიზიარებს

ვიდეო: მარიამ კოხრეიძის სახლში ავეჯი შეიტანეს – დავით ოქროპილაშვილი დასრულებული საცხოვრებლის კადრებს გვიზიარებს

შეგახსენებთ, მარიამ კოხრეიძე, მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც გოგონამ საზოგადოების დახმარებით, ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა, დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.

ვიდეო: „მარიამის სახლი რემონტის შემდეგ დავალაგეთ, ოქრო გოგონების დახმარებით“ – დავით ოქროპილაშვილი მარიამ კოხრეიძის ულამაზესი სახლიდან კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g