„ღამის შოუს“ ბენდის მომღერალი ბაბი კირკიტაძე „პრაიმშოუს“ სტუმარი იყო.
ბაბიმ აღნიშნა, „ღამის შოუს“ ბენდის ყველა წევრი, რა თქმა უნდა, ბევრს შრომობს, მაგრამ რომ არა „იმედი“ ბენდის სიმღერებს ათეულობით მილიონობით ნახვები არ ექნებოდა.
„პრაიმშოუს“ წამყვანმა ნოე სულაბერიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა გუნდის სახელით სოლიდარობა, ბაბის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.
ნოე:
„როგორ შეძელი, რომ გამკლავებოდი ამ ყველაფერს“?
ბაბი:
„მადლობა სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის. თითოეული ადამიანი, აქ ვინც სხედხართ, თქვენი დამსახურებაა, რომ ვაგრძელებ ჩემ საქმიანობას ძველებური შემართებით. ეს ყველაფერი ასევე ჩემი გულშემატკივრების და ჩემი ოჯახის წევრების დამსახურებაა.
მე ყველას ნათქვამი სიტყვა მახსოვს და ყველა სიტყვამ მომცა ძალა, რომ გამეგრძელებინა ყველაფერი და ვიდეოს შექმნის მიზანი არ შესრულებულიყო. მადლობელი ვარ თქვენი და სრულიად საქართველოსი“. – ამბობს ბაბი.