ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატების შემდეგ, ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, ფეხბურთის უდიდესმა ქომაგმა ნონა გაფრინდაშვილმა უმასპინძლა.
ნონა გაფრინდაშვილმა გიორგი ქოჩორაშვილს საკუთარი ემოციები გაუზიარა და გიორგის წარმატებები უსურვა.
„მჯერა, რომ ის ემოციები, რაც თქვენგან მივიღეთ, გაგრძელდება. ყველასათვის საყვარელი აღმოჩენა ხარ, გმირები ხართ ჩვენთვის. ფეხბურთს დიდი რამე შეუძლია. ის რაც ხდებოდა და გრძელდება, კიდევ გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ უკეთეს გუნდში გადახვალ“, – უთხრა ნონა გაფრინდაშვილმა გიორგი ქოჩორაშვილს.