LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის ცხოვრებაც თებერვალში კარდინალურად შეიცვლება“ – ასტროლოგის საინტერესო პროგნოზი

8952
2026-02-03_23-38-44_931798

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა პორტალ „ზმნას“ ფეისბუკ-ლაივში საუბრობს 3 ზოდიაქოს ნიშანზე, რომლის ცხოვრებაც თებერვალში კარდინალურად შეიცვლება.

„ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლის ცხოვრებაც თებერვალში კარდინალურად და უკანმოუხედავად შეიცვლება. პირველ ადგილზე არის ვერძი.

ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან შესაძლოა იპოვოს მთელი მისი სიყვარული. ასევე შესაძლოა გათავისუფლდეს მრავალწლიანი ტოქსიკური ურთიერთობებისგან.

მეორე ნიშანი, რომლის ცხოვრებაც თებერვალში რადიკალური ცვლილებების წინაშე დადგება იქნება ლომი. იცვლება აუდიტორია. ეს არის ბიზნეს აუდიტორია, სამუშაო გარემო. ეს არის პირადი და პარტნიორული ურთიერთობების თემა. ლომთან ასევე იცვლება საკუთარ თავზე წარმოდგენა და შეხედულებები უკეთესობისკენ.

მესამე ნიშანი, რომლის ცხოვრებაც თებერვალში კარდინალურად იცვლება, ეს არის თევზები. სრულდება ეტაპი გაურკვევლობის, ვარდისფერი სათვალეებით ცხოვრების, ბურუსით მოცული ურთიერთობების. და იწყება ძალიან მნიშვნელოვანი გაბედული ეტაპი საკუთარი უტოპიური ოცნებებისკენ. ასევე თევზებთან დაბადებულ ადამიანებთან იწყება პერიოდი, როდესაც ისინი უკვე აღარ მოითმენენ იმას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ითმენდნენ. გამბედაობა იქნება, თევზებისთვის თებერვლის თვის მთავარი კოზირი“, – ამბობს სოფია ბზეკალავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g