LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ზურიკოს შევპირდი, მაცადე, პენალტს ავიღებ და ევროპის ჩემპიონატზე გაგიყვან-მეთქი“ – რას ჰყვება გიორგი მამარდაშვილი

195
გიორგი მამარდაშვილი

სპორტული გამოცემა Geo Team-ის იუთუბგადაცემის მორიგი ეპიზოდის სტუმარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე – გიორგი მამარდაშვილი იყო.

გადაცემაში გიორგი მამარდაშვილმა 26 მარტის ისტორიულ გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ისაუბრა და სტადიონს მიღმა დარჩენილი მხიარული ისტორიებიც გაიხსენა.

ფეხბურთელის თქმით, ისტორიულ გამარჯვებამდე, ის ზურიკო დავითაშვილს დაჰპირდა, რომ პენალტებს აიღებდა და მას ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანდა, გიორგი მამარდაშვილმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ არ დგებოდა კარში ვარჯიშის დროს პენალტების მოსაგერიებლად:

„ვარჯიშებზე მაიმუნობენ ხოლმე და ეგ არ მომწონს, ხან შუაში ურტყამენ, ამიტომ არ ვდგებოდი ხოლმე..

გასულ წელს, ზურიკო ამბობდა, ახლა პენალტებში კარგად უნდა ვივარჯიშოთ, აუცილებლად დაგვჭირდებაო, მართლაც ასე მოხდა – ისრაელთან გავედით და დავმარცხდით.

ვუთხარი, მოიცადე და ევროპის ჩემპიონატზე გაგიყვან-მეთქი, მართლაც ისე მოხდა, საბერძნეთთან ავიღე პენალტი და გავედით, ზურიკოს გასახდელში ვუთხარი: ხომ გითხარი-მეთქი“, – იხსენებს გიორგი მამარდაშვილი.

🎙 "მაიმუნობენ შუა ვარჯიშზე და პენალტების დროს არასდროს ვუდგები კარში, შუაში ურტყამენ და არ მომწონს" – მამარდას ნაკრების ვარჯიშზე ბიჭები აბრაზებენ 😁❤️ 🎙 "ზურიკოს შევპირდი, მაცადე, პენალტს ავიღებ და გაგიყვან ევროპის ჩემპიონატზეთქო" – გიო სიტყვის კაცია 😎

Posted by Geo Team on ორშაბათი, 27 მაისი, 2024