LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:„ჭორის დონეზე ექიმებმა თქვეს, სიმსივნური წარმონაქმნია და ახლავე უნდა მივხედოთო…წამოვედი დადარდიანებული, ბოლომდე გამოკვლეული არ ვარ“ – რას ჰყვება პეტრე კოლხი

451
petre kolxi

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრე კოლხი სიმსივნეს ებრძვის, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც პეტრე კოლხი ამბობს, მას საკუთარი დიაგნოზის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.

მამა პეტრე აღნიშნავს, რომ ის აპირებს კვლევები საზღვარგარეთ ჩაიტაროს.

„20 დღის წინ კუს ტბა­ზე ვსე­ირ­ნობ­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად და მუც­ლის არე­ში გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. ისე­თი ტკი­ვი­ლი, რომ გული წა­მი­ვი­და, შე­ძა­ხი­ლე­ბიც არ მეს­მო­და. ვკვდე­ბო­დი. ჩემი მე­გობ­რე­ბი ის­ტე­რი­კა­ში არი­ან. გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო. არ მინ­დო­და გა­და­ვეყ­ვა­ნე და თავს ვა­ძა­ლებ­დი მეთ­ქვა რომ კარ­გად ვარ. ნემ­სი გა­მი­კე­თეს წა­მა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეს და სას­წრა­ფო გა­ვის­ტუმ­რეთ. თუმ­ცა დავ­ხე­დე ხე­ლებს და სულ თეთ­რი მქონ­და, მე­ო­რედ წა­მი­ვი­და გული. მე­ო­რედ გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო და გა­და­მიყ­ვა­ნეს მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ზოგი ამ­ბობ­და რომ კენ­ჭის გავ­ლაა, ზოგი ამ­ბობ­და, რომ ნაღ­ვლის ბრა­ლია, ზოგს ბრმა ნაწ­ლა­ვი ეგო­ნა. მოკ­ლედ კლი­ნი­კა­შიც ვიკ­რუნ­ჩხე­ბო­დი ტკი­ვი­ლის­გან. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დავ­ყა­ვი კლი­ნი­კა­ში. სის­ხლის ანა­ლი­ზი ამი­ღეს. მი­თხრეს, რომ შენ არ ხარ ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი და სხვა კუ­თხით გა­ე­სინ­ჯო ექი­მებ­სო. წა­მო­ვე­დი და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი. ჭო­რის დო­ნე­ზე ექი­მებ­მა თქვეს, სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნია და ახ­ლა­ვე უნდა მივ­ხე­დო­თო.

ბო­ლომ­დე გა­მოკ­ვლე­უ­ლი არ ვარ. თუმ­ცა ორ­ჯერ გა­მა­ტა­რეს კომ­პი­უ­ტერ­ში. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­თი სა­ში­ში არა­ფე­რია და ამ დროს მე უკვე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­თვის ვემ­ზა­დე­ბი და გა­და­ვი­პარ­სე თავი. სა­ბო­ლო­ოდ არ ვიცი რა ხდე­ბა. ახლა ვა­პი­რებ უცხო­ეთ­ში წას­ვლას და იქაც ჩა­ვი­ტა­რო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. იმ­დე­ნად დიდი ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და კედ­ლებ­ზე გავ­დი­ო­დი“ – ამ­ბობს კოლ­ხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g