11 მარტს, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსადგენი სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გამართა. Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.
„გადატვირთული ვარ ემოციებით და ვგრძნობ თქვენს სიყვარულს“ – ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე: „ჩემი თავის ყველაზე დიდი კონკურენტი მე ვარ“
Youtube-ზე განთავსებულ ვიდეოს უკვე 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს, რისთვისაც ნუცა გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
„მუსიკალურმა ვიდეომ რამდენიმე საათში 300000 ნახვას გადააჭარბა. გმადლობთ ყველას, რომ ასე სწრაფად მიიღეთ ჩვენი საქმე! თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ❤️🔥“, – წერს ნუცა.
გურამ შეროზია: „მგონი, ამ წელს გვეშველება და კარგ შედეგს დავდებთ, მჯერა!!!“