LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადატვირთული ვარ ემოციებით და ვგრძნობ თქვენს სიყვარულს“ – ნუცა ბუზალაძე

181
ნიკოლოზ ხარატი (3)

მომღერალი ნუცა ბუზალაძე მისი სიმღერის პრემიერასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინ ამდენი სიყვარული გამოხატა! გადატვირთული ვარ ემოციებით და ვგრძნობ თქვენს სიყვარულს.

მადლობა ყველას, რომ მოგწონთ ჩვენი სიმღერა! ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, მინდა ავღნიშნო, რომ მე მყავს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი, ყველაზე ნიჭიერი ხალხი ერთად შევიკრიბეთ და ძალიან მადლობელი ვარ თითოეული მათგანის“,- წერს ნუცა ბუზალაძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსადგენი სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გამართა. Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები