LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიდეორგოლის გადაღება მარტში დაიწყება თვითმფრინავებთან ერთად“

128
gulbati chinchaladze

„რადიო დუეტის“ სტუმრები  „არ დაიდარდოს“  წამყვანი და მომღერალი ლევან გულბათაშვილი და კომპოზიტორ-შემსრულებელი ზურაბ ჩინჩალაძე იყვნენ, მათ გადაცემის ფარგლებში ახალი, ერთობლივი ნამუშევრის  პრემიერა გამართეს.

„ემიგრანტის ნოსტალგია“ ასე ქვია ახალ სიმღერას, რომელიც ”ზ სტუდიაში” ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა, ტექსტის ავტორი კი ნინო სირბილაძეა.

ზურაბ ჩინჩალაძემ გადაცემის ფარგლებში სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, როგორც გაირკვა მისი შემდეგი ნამუშევარი ქართველ პილოტებს მიეძღვნება და ქართულ ავიაციას ახალი ჰიმნი ექნება. ლევან გულბათაშვილმა კი ახალი, მასშტაბური პროექტი დააანონსა და დეტალების გამხელას უახლოეს მომავალში დაგვპირდა.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები