LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაც ალბანელმა ბაიერნის ფეხბურთელები გამოაშტერა (ვიდეო)

51

ფრისტაილში ალბანეთის ჩემპიონმა მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელები შოკში ჩააგდო.

ოქტომბრის შუაწელს კარლო ანჩელოტის თანაშემწე ქუჩაში ბიჭს შეხვდა, რომელიც საოცარ ტრუკებს აკეთებდა ბურთით. ეს ბიჭი პროფესიონალი ფრისტაილერი, ალბანეთის ჩემპიონი ფაბიან დურო აღმოჩნდა.

კლემენტმა ბიჭის უნარები ვიდეოზე აღბეჭდა, ტვიტერში დადო და თან ახალგაზრდა ”ბაიერნის” ვარჯიშზე დაპატიჟა.

მსოფლიო ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის ფეხბურთელებისთვისაც კი დურო სხვა პლანეტიდან მოსული აღმოჩნდა.

”მადლობა ბაიერნს” ამ განსაკუთრებული დღისთვის. მადლობა ყველა მოთამაშეს, მისტერ ანჩელოტის და მისტერ კლემენტს მიღებისთვის”, – თქვა ბედნიერმა დურომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები